воскресенье, 28 февраля 2016 г.

მე-5 მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოში არსებული შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები საჭიროების მიხედვით შემეცვალა და გამომეყენებინა თემისთვის განკუთვნილი შეფასების შესაბამისად, ასევე 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.

суббота, 27 февраля 2016 г.

მე-3 მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი ინტერნეტრესურების გამოყენებისას სად არის ზღვარი საავტორო უფლებების დაცვასა და კანონის დარღვევას შორის.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

 
ეს მოდული საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  და განმავითარებელი შეფასების გაანალიზება ვფიქრობ საშუალებას მომცემს ჩემი პროექტები უფრო  ნაკლებ დროში შევასრულო ხარისხიანად. 

суббота, 20 февраля 2016 г.

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა ხელახლა გამეანალიზებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროქტით სწავლებისას მიმართულებითი და  საკვანძო კითხვები, ასევე შეფასების მეთოდებში ცვლილებების აუცილებლობა დამანახა. (დღევანდელი დღე დატვირთული და საინტერესო იყო).

воскресенье, 14 февраля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ საშუალებას მომცემს გავაუმჯობესო სწავლის ხარისხი და უფრო საინტერესო გავხადო გაკვეთილები.

суббота, 13 февраля 2016 г.

ჩემი მოლოდინი

ჩემი მოლოდინი?
ვფიქრობ ეს ტრენინგი მომცემს საშუალებას უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო ჩემი მუშაობა კომპიუტერული ტექნოლოგიებით.